სურსათის უვნებლობა წარმოადგენს „ფრეშ კულინარის“ უმთავრეს პრიორიტეტს. ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს როგორც საერთაშორისო მოთხოვნებს, ასევე მომხმარებელთა ცალკეულ მოთხოვნებს. ექსპერტთა გუნდი, ხარისხის სისტემების მხარდაჭერით, მკაცრად აკონტროლებს ჩვენი საკვები პროდუქტების უსაფრთხოებას. აღნიშნული ხორციელდება სხვადასხვა ლაბორატორიებთან, სერტიფიცირებულ ორგანოებთან და უწყებებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით.
ჩვენი მომწოდებლები იცავენ ადამიანებს და გარემოს პესტიციდებით გამოწვეული რისკებისგან. დაცვის პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
პროდუქტის, მისი წარმოშობისა და მისთვის დამახასიათებელი რისკების საფუძველზე – ჩვენი მომწოდებლები მკაცრად იცავენ პრევენციისა და მონიტორინგის პოლიტიკას. ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არასდროს არ უნდა არსებობდეს მცირეოდენი ეჭვიც კი. მცენარეებისთვის დამახასიათებელი დაავადების ან სასოფლო-სამეურნეო მავნებლების გავრცელების არეალში ხდება ნარჩენების მაქსიმალურ დონეზე (ნმდ) მაღალი რისკის შემცველი მოსავლიდან დამატებითი ნიმუშების აღება რისკების შემდგომი კონტროლისთვის. ჩვენი პროდუქციის უმრავლესი ნაწილი არ ტოვებს ნარჩენებს. პროდუქციის ანალიზი ტარდება წარმოშობის ქვეყანაში. ამ გზით პროდუქტი იმპორტირების განხორციელებამდე მოწმდება უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან შესაბამისობაზე. QS-ლაბორატორიების ქსელი მსოფლიოს გარშემო ჩართულია პროდუქციისთვის ანალიზის ჩატარების პროცესში წარმოშობის ქვეყანაში.
ჩვენი პროდუქცია წარმოადგენს ჯაჭვის ყველაზე ფასეულ, მაგრამ ადვილად მოწყვლად რგოლს, რის გამოც ჩვენი მომწოდებლები მუდმივად იცავენ და შეიმუშავებენ უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ქცევის მკაცრ სტანდარტებს. სუპერმარკეტების ქსელები და კომპანიები, რომელთაც სურთ სერტიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია შეუძლიათ დაეყრდნონ ჩვენს მომსახურებას. სანდო მომმარაგებლებთან გრძელვადიანი სტაბილური ურთიერთობის წყალობით, გვაქვს შესაძლებლობა უზრუნველვყოთ პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის ყველა მოთხოვნას. მომწოდებლების სერტიფიკატების გაცემა შესაძლებელია მოთხოვნის საფუძველზე.
ჩვენ ვახორციელებთ სულ მცირე „GlobalGAP“ სერტიფიკატის მქონე ხილისა და ბოსტნეულის მიწოდებას. „GlobalGAP“ გვთავაზობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახელმძღვანელოებს, რომელშიც ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება სურსათის უვნებლობას და მიკვლევადობას. საკვები პროდუქტების მწარმოებლები არიან მონიტორინგის სისტემასთან მუდმივ კავშირში და აკმაყოფილებენ ხარისხის მკაცრ მოთხოვნებს. მათ მოჰყავთ მოსავალი ევროპული ნორმების შესაბამისად და მონაწილეობას იღებენ „GlobalGAP“-ის სოციალურ მოდულში – „GRASP“. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია პროდუქტების მიწოდება ისეთი სერტიფიკატებით, როგორიცა „On the way to PlanetProof“, „Nurture“, „Field to Fork“, „Qualität & Sicherheit“, „LEAF“, „McDonald’s GAP“ და „BIO“. პროდუქტის დახარისხებისა და შეფუთვის ადგილებს მინიჭებული აქვთ„BRC“- ან „IFS“-სერტიფიკატები.