ბროკოლი რომანესკო შეიძლება მომზადდეს როგორც ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი. გააცალკევეთ ყვავილები და ცოტახნით გაათეთრეთ, შემდგომ მოაყარეთ ცხელ მაკარონსა და ყველს. ადუღეთ რომანესკოს ყვავილები დარბილებამდე, შემდეგ დაჭყლიტეთ ნიორთან, კრემთან და პარმეზანთან. სწრაფად შეწვით ყვავილები ცხელ ტაფაზე, აურიეთ მისოს, წითელი პილპილის, ქაფშიების, ნუშის და წყლის ნარევში. გაათეთრეთ რომანესკოს და ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილები, შემდეგ შეურიეთ გახეხილ ყველს და ბეშემელს, შეავსეთ შიგთავსი კანელონის ნაჭუჭში, დაასხით ტომატის სოუსი და გამოაცხვეთ.
Delivery service will be available soon – in the mean time you are welcome to visit our restaurant Zest at 30 Shalva Dadiani St.
ვებგვერდზე განთავსებული შეკვეთები გამოგიგზავნით თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე შეკვეთიდან შვიდი დღის განმავლობაში, სასურველ დროს.
100 ლარზე ნაკლები შეკვეთებისთვის ემატება 10 ლარი – ტრანსპორტირების საფასური.
100 ლარზე მეტი შეკვეთის მიტანა უფასოა.
მიწოდება თბილისის გარეუბანში (ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, კოჯორი, კიკეთი, წყნეთი, ბეთანია, ახალდაბა და სხვა დაკავშირებული ტერიტორიები) 25 ლარი ღირს.
კომბოსტო უნდა შეინახოს მაცივრის უჯრაში.