ყაბაყი ცუკინი რბილია გემოთი, განსაკუთრებით ნაირგვაროვანი და შეიძლება მომზადებულ იქნას ტკბილ და ცხარე რეცეპტებში. გახეხეთ ცუკინი და დაუმატეთ ყაბაყი კექსსა ან უსაფუარო პურს ან გამოიყენეთ ბოსტნეულის ბლინების და პატარა ნაჭრების გასაკეთებლად. თხლად დაჭრილი ცუკინი კარგად შეეხამება სალათებს ან ცოცხალი (უმი) წასახემსელი კერძის ნაწილს , როგორიცაა ვეგეტარიანული კარპაჩო. როცა დაჭრილია თხლად სიგრძეზე, ყაბაყი ცუკინი შეიძლება იყოს შესანიშნავი შემცვლელი ჩვეულებრივი ვერმიშელის მაკარონის კერძებში. უფრო დიდი მწიფე ყაბაყი იდეალურად უხდება გამოცხობას, როცა შევსებულია ხორცით, ყველით და მარცვლეულით. ცუკინის გემო და სტრუქტურა კარგად მოუხდება ინგრედიენტების ასორტიმენტს, როგორიცაა პომიდორი, ნიორი, სიმინდი, ბადრიჯანი, ცოცხალი ბალახეული, როგორიცაა ოხრახუში, რეჰანი და თავშავა, ზეითუნის ზეთი, კედრის კაკალი, კვერცხი, ციტრუსის წვენი, ძეხვი, შებრაწული ქათამი და ყველი, როგორიცაა რიკოტა, მოცარელა და პარმეზანი.
Delivery service will be available soon – in the mean time you are welcome to visit our restaurant Zest at 30 Shalva Dadiani St.
ვებგვერდზე განთავსებული შეკვეთები გამოგიგზავნით თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე შეკვეთიდან შვიდი დღის განმავლობაში, სასურველ დროს.
100 ლარზე ნაკლები შეკვეთებისთვის ემატება 10 ლარი – ტრანსპორტირების საფასური.
100 ლარზე მეტი შეკვეთის მიტანა უფასოა.
მიწოდება თბილისის გარეუბანში (ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, კოჯორი, კიკეთი, წყნეთი, ბეთანია, ახალდაბა და სხვა დაკავშირებული ტერიტორიები) 25 ლარი ღირს.